დილის გაზეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყოველდღიური ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ რ ი ვ - პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი გაზეთი (1996–2004). მთ. რედაქტორი – თ. მეტრეველი, გამომცემელი – ტ. შავერდაშვილი. 1997-იდან მთ. რედაქტორი გახდა მ. კარტოზია. "დ. გ"-ის სლოგანი იყო – "მზე ჩვენთან ერთად ამოდის". "დ. გ." ყოველწლიურად გამოსცემდა საიმიჯო-თემატურ კალენდრებს, მათ შორის აღსანიშნავია: "ქართული ენის მარგალიტები" (2002), "ექვთიმე თაყაიშვილი" (2003), "ანა კალანდაძე" (2004); 2002 გამოსცა წიგნი "ერთი პუბლიკაციის ანთოლოგია" (ასახულია თავიანთი ავტორების მუშაობა), პ. ნაცვლიშვილის "პუბლიცისტური წერილები" (2002) და ერ. ახვლედიანის ესეების კრებული. 2001 გამართულ ბეჭდური პრესის ფესტივალზე "ოქროს კალამი" საუკეთესო ყოველდღიურ გაზეთებად დასახელდა "დილის გაზეთი" და გაზ. "რეზონანსი" , ხოლო პ. ნაცვლიშვილის რეპორტაჟი – წლის საუკეთესო რეპორტაჟად. 2003 რედაქციას გადაეცა საქართვ. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მთავარი ჯილდო სპორტული და ოლიმპიური თემატიკის საუკეთესო გაშუქებისათვის. იმავე წელს გაზეთი და მისი რედაქტორი დაჯილდოვდნენ "ოქროს ფრთით".