დილის საარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(სპარს. საჰარ – დილა, აგრეთვე მომაჯადოებელი, მომხიბვლელი, ჯადოსნური, გრძნეული), ცისკრის ჰანგი, რ-საც მხოლოდ გათენებისას უკრავდნენ და წინადღით დაწყებული დროსტარების დასასრულის მაუწყებელი იყო. ირიჟრაჟებდა თუ არა, ღამენათევი, სუფრიდან აშლილი მოქეიფენი შინიდან გარეთ გამოდიოდნენ და ეზოში ან ქუჩაში აგრძელებდნენ ქეიფს. ეს იყო შინ დაწყებული ლხინის თეატრალიზებული დასასრული. საარის დაკვრა იწყებოდა ზურნით, რ-საც მეორე ხმით (დამი) მოჰყვებოდა დუდუკი, მცირე პაუზის შემდეგ მათ უერთდებოდა დოლის ხმა. მედოლე დოლს საგანგებოდ დამზადებულ ორ ოდნავ მოხრილ ბოლოებიან (დაახლ. 40 სმ სიგრძის) ჯოხს ურტყამდა. დ. ს. იყო ღამეზე, სიბნელეზე გამარჯვებული დღის სინათლის, მზის ამოსვლის, ალიონის ჰიმნი. სად და როდის უნდა წარმოშობილიყო დ. ს. დღეს არავინ იცის. უდავოა, რომ მისი გა- ჩენა მზის კულტთან არის დაკავ- შირებული. დ. ს., ი. გრიშაშვილის თქმით, სრულდებოდა დუდუკზე, ხოლო ძველი თბილისელი დამკვრელების ქომაგის, ალექსანდრე ბარნოვის თქმით – ზურნაზე.

ლიტ .: ბ ა რ ნ ო ვ ი ა., ძველი თბილისის მუსიკოსები, თბ., 1974; გ რ ი შ ა შ ვ ი ლ ი ი., ქალაქური ლექსიკონი, თბ., 1997. თ . ბერიძე.