დილიფი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დ ი ლ ი თ ი, სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კონდურის თემში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ჯავახეთის ზეგანზე, ხანჩალის ტბის დას-ით. ზ. დ. 1850 , ნინოწმინდიდან 16 კმ . 1,5 ათ. მცხ. (2002). დ-ის მიდამოებში არის მძლავრი მინერ. წყაროები და პემზის დიდი მარაგი. სოფლის ძვ. ქართ. სახელწოდებაა დ ლ ი ვ ი. X–XI სს-ში იგი ქართვ. მეფეთა ერთ-ერთი სადგომი იყო. 988, ბაგრატ III-ის თავდასხმის მოლოდინში, დ-ში დაბანაკდა დავით III კურაპალატი. აქვე, პერიოდულად, სადგომი ჰქონდათ ცენტრალიზებული სამეფო ხელისუფლების მტრებს – კლდეკარის ერისთავებს – ბაღვაშებს. 1058 დ-ში შეიპყრეს ლიპარიტ ბაღვაში და მისი ძე ივანე. დ-ის მახლობლად შემორჩენილია ადრინდ. შუა საუკ. საყდრის ნანგრევები. დ . ბერძენიშვილი.