დილიფის განძი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

VII–IX სს. ვერცხლის მონეტების განძი, აღმოჩენილი 1949 სოფ. დილიფში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი). შემორჩენილია 14 მონეტა და 19 ნატეხი. განძის დიდი ნაწილი დაკარგულია. 1 მონეტა სასანური დრაქმაა, 1 – არაბულ-სასანური, ხოლო დანარჩენი ომაიანთა და აბასიანთა დირჰემებია. მონეტების ქრონოლ. ჩარჩოა 620–833 წწ. (ჰიჯრით).

ლიტ .: ჯ ა ლ ა ღ ა ნ ი ა ი., ქუფური მონეტების ტოპოგრაფია საქართველოში, თბ., 1972; მ ი ს ი ვ ე, საქართველოს სამონეტო განძები, [ტ.] 1, თბ., 1976. გ . დუნდუა.