დიმი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), იმერეთის დაბლობზე, მდ. ხანისწყლის (რიონის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას, ბაღდათი – ქუთაისისა და ბაღდათი – ზესტაფონის საავტ. გზებზე. თემის ცენტრი (სოფლები: დ., საიმედო). ზ. დ. 180 , ბაღდათიდან 4 კმ , რიონიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 16 კმ . 4,3 ათ. მცხ. (2002). სოფლის მიდამოებშია აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი. სოფლის სახელი უნდა მომდინარეობდეს ციხე „დიმნიდან", რ-იც მოხსენიებული აქვს ლეონტი მროველს (XI ს.). სოფელი "დიმის" სახელწოდებით შედარებით გვიან იხსენიება (1583). ამჟამად არსებობს დ. და ზედა დიმი . ორივე სოფელში აღმოჩენილია ძვ. ნასახლართა ნაშთები. არსებული მასალების მიხედვით დ-ის რეგიონი უძველესი ხანიდან მნიშვნელოვან დასახლებას ანუ „ქვეყანას" წარმოადგენდა. იგი დაწინაურებული უნდა ყოფილიყო მეურნეობითაც. დ-ის დაწინაურებას და ციხის საჭიროებას განაპირობებდა მისი მნიშვნელოვან გზათა შესაყარზე მდებარეობა. წინარეანტიკურ და ადრინდ. ანტ. ხანის დ-ის დასახლება კოლხური კულტურის გავრცელების არეალში ექცევა. დ-ში ბუნებრივ ბორცვსა და მის შემოგარენში უკანასკნელ ხანებში გამოვლენილი მასალებისგან გამოირჩევა ძვ. წ. II ათასწლ. შუა და მომდევნო ხანის კოლხ. ნასახლარებისათვის დამახასიათებელი კერამიკა. ასევე კოლხური კულტურის გავრცელების არეალს უკავშირდება ზედა დიმში ზედაპირულად დადასტურებული ძვ. სამოსახლოთა ნაშთები ხის ნაგებობათა თიხის ანაბეჭდების სახით. შემთხვევით ნაპოვნი ელინისტური ხანის თიხის ჭურჭელზე უკვე ქართლის კულტურის გავლენა იგრძნობა. სოფელში არის მთავარანგელოზის ეკლესია, რესტავრირებულია 2009.

ლიტ . იხ. სტ-თან დ ი მ ნ ა . ვ . ჯაფარიძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დიმი&oldid=4340-დან“