დიმიტრი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

"პროვინციის მეფე" XIV ს. დასაწყისში, ვახტანგ IIIის ძე. ვახტანგ III-ს "დარჩეს შვილნი ორნი: დიმიტრი და გიორგი. დიმიტრის დმანისი აქუნდა, და გიორგის – სამშვილდე". გიორგის შესახებ აღარაფერი ვიცით, დ-ს კი, ზოგი მკვლევრის მოსაზრებით, მცირე ხნით აღმ. საქართვ. ტახტი ეპყრა [პეტრიწონის მონასტრის ღვთისმშობლის ხატის 1311 წ. წარწერის მიხედვით, ამ დროს (1311) აღმ. საქართველოში მეფობს დ.], მაგრამ როგორც ჩანს, დავით VIII-ის გარდაცვალების შემდეგ დ-მ დმანისში თავისი უფლებამოსილება "მეფის" რანგში აიყვანა და რეალურად მხოლოდ დმანისის მხარის "პროვინციის მეფე" იყო.

წყარო: ჟ ა მ თ ა ა ღ მ წ ე რ ე ლ ი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.

ლიტ .: კ ი კ ნ ა ძ ე ვ., საქართველო XIV საუკუნეში, თბ., 1989; ნ ი ნ ი ძ ე დ., "პროვინციის მეფეები" XIV – XV საუკუნეების საქართველოში, თბ., 1995. მ. ზალდასტანიშვილი.


დიმიტრი

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი დაახლ. 1080– 90. მოიხსენიება ნიკორწმინდის კათოლიკოსთა სულთა მატიანესა და შიომღვიმის 1270 ხელნაწერის კათოლიკოსთა ნუსხაში.

წყარო : ჟ ო რ დ ა ნ ი ა თ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა, წგ. 1, ტფ., 1892.

ლიტ .: საქართველოს კათოლიკოსპატრიარქები, რ. მეტრეველის რედ., თბ., 2000. ზ. აბაშიძე.