დიმიტრის მონასტერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული მონასტერი იერუსალიმში, მდებარეობს იაფოს ჭიშკარსა და წმ. მხსნელის მონასტერს შორის. აგებული უნდა იყოს XIV ს. პირველ ნახევარში მეფე გიორგი ბრწყინვალის დროს. აუშენებიათ "ქსნის ერისთავს შალვას, ვირშელს ივანეს და მათი მოHსენებაც მუნ არის" – წერდა ტიმოთე გაბაშვილი. მისი "მიმოსლვის" ხელნაწერში მონასტრის აღმშენებლად მოხსენიებულია მხოლოდ ვირშელი შალვა. ამავე ერისთავის სახელზე ჯვრის მონასტერში შედგენილია ორი აღაპიც. გიორგი V-ის მიერ ეგვიპტესა და იერუსალიმში გაგზავნილმა შალვა ერისთავის ძე პიპამ, სავარაუდოდ, გამგზავრებისას თავისი მამა-ბიძის მიერ გატანებული შესაწირავიც წაიღო, რ-თაც ახ. მონასტერი ააგეს და, შესაბამისად, სამშენებლო წარწერაში მათი სახელები უკვდავყვეს. XVII ს. ბოლოდან დ. მ. ბერ- ძენთა საპატრიარქოს მონასტერთა სისტემაშია.

''წყარო'': გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი ტ., მიმოსლვა, ე. მეტრეველის გამოც., თბ., 1956; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI–XVII სს.), თბ., 1962. ''ლიტ'': მ ა მ ი ს თ ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ე., ქართველები და ბიბლიური სამყარო, გორი, 1998. ე.მამისთვალიშვილი.