დიმიტრი ბატონიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) (გ. 1452), XV ს. სახელმწიფო მოღვაწე, ალექსანდრე I დიდის (1412–42) ძე. იგი გარკვეული პერიოდი ქართლის გაღმა მხარეში ( „ წ ყ ა ლ ს - ი ქ ი თ ი " - ს ა თ ა რ ხ ნ ო , საჯავახიანო, საციციანო) „მეფის" ტიტულით მოღვაწეობდა. ქართლის ამ ნაწილში მართვის უფლებამოსილება დ. ბ-მა მამის სიცოცხლეშივე მოიპოვა – "წყალს- იქითი" მისი საუფლისწულო მამული იყო. ალექსანდრე I დიდის გარდაცვალების შემდეგ მისმა ძმამ, საქართვ. მეფე ვახტანგ IV-მ (1442–46), ცნო არსებული ვითარება. დიმიტრის ბატონიშვილობა „პროვინციის მეფობაში" გადაიზარდა. 1433 ალექსანდრე I-მა დ. ბ. „დიდი ძღუენით" წარგზავნა შემოსული დამპყრობლის „შარუხის" (შაჰრუხის) კარზე მშვიდობის დამყარების მიზნით ზავის დასადებად. დ. ბ-მა ეს მისია წარმატებით შეასრულა. არაერთ ისტ. დოკუმენტში დ. ბ. „მეფედ" არის მოხსენიებული ან თავად ამტკიცებს დოკუმენტებს ამ ტიტულით. ასევე იხსენიება დ. ბ. გარდაცვალების შემდეგაც. კათოლიკოს ნიკოლოზ ამილახვრის (XVII ს.) გუჯარით ალექსანდრე I-ის ვაჟს, გიორგი VIII-ს „წყალს- იქითი მამული დიდი ნაქონი დიმიტრი ბაგრატიონისა" – სამთავისის ეკლესიისათვის შეუწირავს.

[[[წყარო]] : ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ .: ნ ი ნ ი ძ ე დ., „პროვინციის მეფეები" XIV–XV საუკუნეების საქართველოში, თბ., 1995. დ. ნინიძე.


დიმიტრი ბატონიშვილი

(ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) (XV ს. ბოლო – XVI ს. I ნახ.), კახეთის მეფე ალექსანდრე I-ის უმცროსი ძე და მისი პოლიტიკის აქტიური მხარდამ- ჭერი. ალექსანდრე I-ის შვილები – გიორგი II (ავგიორგი) და დ. ბ. პირველობისთვის ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კონფლიქტი იმანაც გააღრმავა, რომ გიორგისაგან განსხვავებით, ალექსანდრე I და დ. ბ. ქართლის სამეფოს მიმართ მშვიდობიანი პოლიტიკის მომხრეები იყვნენ: „რამეთუ ძმანი არიან და არა ჯერ არს შენგან ცილობა და დაპყრობა ქართლისა". ამასთან ალექსანდრე, სამეფო პოლიტიკის გატარებისას, უმეტესად დ. ბ-ს ეყრდნობოდა და შესაბამის დავალებებსაც მას აკისრებდა. მაგ., მეფემ დ. ბ. შირვანს შაჰ ისმაილთან წარგზავნა, სადაც იგი პატივით მიიღეს. ელჩობა წარმატებით დასრულდა და დ. ბ. სამშობლოში „ნიჭითა და ზავითა მშვიდობისათა" დაბრუნდა. დაპირისპირება ძმებს შორის აშკარა კონფლიქტში გადაიზარდა, გიორგიმ მამა მოკლა, ხოლო „ძმასა თუალები დასწვა". გამეფებულმა ავგიორგიმ (1511–13) თვალდათხრილი დ. ბ. კახეთში არ დააყენა, დ. ბ. ცოლ-შვილით ქართლში გადავიდა და გარკვეული დროით მცხეთაში სვეტიცხოველს „შემოეხუეწა". მას თვალდამწვარი უწოდეს, მის შთამომავლებს კი – თვალდამწვრიანები (ამას ეხება ფარსადან გორგიჯანიძის „აქა ანბავი თვალდამწვრიანთა"). მეფემ იგი „არჩინა", რასაც მისი შვილების ამ კუთხეში დამკვიდრება და რანგით ჩამოქვეითება მოჰყვა. დ. ბ-ის შთამომავალნი დავით თვალდამწვრიანისაგან დავითიშვილებად იწოდებოდნენ, მათგან მომდინარეობს ბაგრატიონთა სამეფო სახლის დ ა ვ ი თ ი შ ვ ი ლ - ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ე ბ ი ს განშტოება.

წყარო : გ ო რ გ ი ჯ ა ნ ი ძ ე ფ., ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925, წგ. 2; ე გ ნ ა ტ ა შ ვ ი ლ ი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება. მეორე ტექსტი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973. დ . ნინიძე.


დიმიტრი ბატონიშვილი

(ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) (XVIII ს. ბოლო – XIX ს. 40-იანი წწ.), იულონ ბატონიშვილის ძე, ერეკლე II-ის შვილიშვილი. 1832 შეთქმულების აქტიური მონაწილე. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ მშობლებთან ერთად რუსეთს გადაასახლეს. ცხოვრობდა პეტერბურგსა და მოსკოვში. XIX ს. 20-იან წლებში დ. ბ-ის სახლში თავს იყრიდნენ ქართვ. ოფიცრები. მის სალონში აღმოცენდა 1832 შეთქმულების მომზადების იდეა (იხ. შეთქმულება 1832 წლისა ). დ. ბ-ის აზრით, ცარიზმმა დაარ- ღვია საერთაშ. სამართლის ნორმები, გააუქმა გეორგიევსკის 1783 ტრაქტატი და ცალმხრივი აქტით (მანიფესტი) თვითნებურად შეიერთა ქართლ-კახეთის სამეფო; მიაჩნდა, რომ გარეშე ძალის გამოყენებით (ინგლისი, საფრანგეთი და სხვ.) შესაძლებელი იყო ზეგავლენის მოხდენა ცარიზმზე, რათა აეძულებინათ იგი, აღედგინა ქართლ-კახეთის სამეფო 1783 ტრაქტატის უფლებრივ ნორმათა საფუძველზე. დ. ბ. ოქროპირ და თამარ ბატონიშვილებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა შეთქმულთა საზ-ბის საქმიანობაში. შეთქმულების დამარცხების შემდეგ ბატონიშვილის (რუს. ცარევი- ჩის) ტიტული ჩამოართვეს.

ლიტ .: გ ო ზ ა ლ ი შ ვ ი ლ ი გ., 1832 წლის შეთქმულება, ტ. 1–3, თბ., 1935–ა. ბენდიანიშვილი.