დიმიტრი მიტროპოლიტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ერისკაცობაში – დავით ილარიონის ძე ი ა შ ვ ი ლ ი) (15. XII. 1872, სოფ. საქობო, ახლანდ. სიღნა- ღის მუნიციპალიტეტი, – 22. VII. 1961), სასულიერო მოღვაწე. 1888–96 სწავლობდა თბილ. სას. სემინარიაში, 1896–98 მსახურობდა მართლმადიდებლური აღმსარებლობის უწყებათა სკოლების მასწავლებლად, 1898 ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა სოფ. საქობოს ეკლესიის წინამძღვრად. პარალელურად ასრულებდა სიღნაღის ეპარქიული სასწავლებლის საბჭოს თავ-რის მოვალეობას. 1912 გადაიყვანეს თბილ. მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვრად და აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. 1952 აღიკვეცა ბერად. იმავე წელს ხელდასხმულ იქნა ნინოწმინდის ეპისკოპოსად და კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1958- იდან ბოდბისა და ალავერდის მიტროპოლიტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის წერილობითი განკარგულება საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის მოსაყდრედ ურბნელი მიტროპოლიტის დავი- თის (დევდარიანი) გამოცხადების შესახებ, დ. მ-მა მელქისედეკ IIIის გარდაცვალების შემდეგ წმ. სინოდის სხდომაზე კათოლიკოსპატრიარქის მოსაყდრედ ბათუმ- შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ეფრემის (სიდამონიძე) კანდიდატურა წამოაყენა, რასაც მხარი დაუჭირა სინოდის წევრთა უმრავლესობამ. დ. მ-ს ეკუთვნის ისტ. ჟანრის მოთხრობები, ნოველები, ქადაგებები, რომელთა უმრავლესობა დაცულია ი. გრიშაშვილის არქივსა და გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმში. მიღებული აქვს სხვადასხვა სას. ჯილდოები. დაკრძალულია თბილ. პეტრე-პავლეს ეკლესიაში.

ლიტ'' .: ვ ა რ დ ო ს ა ნ ი ძ ე ს., ქართველი მღვდელმთავრები (XX–XXI საუკუნეები), თბ., 2010; ჟ ვ ა ნ ი ა ზ., საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქუთ., 1994; Журнал Московской Патриархии, 11, М., 1961. თ. მარგველაშვილი.


დიმიტრი მიტროპოლიტი

(ერისკაცობაში – ნოდარ შოთას ძე შ ი - ო ლ ა შ ვ ი ლ ი) (დ. 16. II. 1961, ქ. მცხეთა), სასულიერო მოღვაწე. 1979 ჩაირიცხა მცხეთის სას. სემინარიაში, რ-ის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ზაგორსკის სას. აკადემია- ში. 1985 დიაკვნად ეკურთხა, 1986 კი – მღვდლად. 1989 აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და დაადგინეს ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. 1991 ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის რექტორად დაინიშნა. წლების განმავლობაში წმ. იოანე ღვთისმეტყველის სას. სემინარიის რექტორი იყო. 1996 წმ. სინოდმა დ. მ. გამოარჩია ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსად. 2003 აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 2007 კი – მიტროპოლიტის ხარისხში. 2007 წ. 21 დეკემბერს გაიყო ახალციხის, ტაო-კლარჯე- თისა და ლაზეთის ეპარქია, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი, ბა- თუმისა და ქობულეთის ეპარქიას დაემატა, 2007 დ. მ. დამტკიცდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მმართველად. 2009 მას ჩააბარეს აშშ-ისა და კანადის ქართ. სამრევლოების წინამძღოლობაც. დ. მ. არის "წმინდა მიწის" შემსწავლელი სამეცნ. საზ-ბის თავმჯდომარე. ეპარქიის წინამძღოლობის პარალელურად ხელმძღვანელობს საქართვ. საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურს. დაჯილდოებულია წმ. გიორგის ორდენით (2007).