დინამო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სპორტული კლუბი. შეიქმნა 1992 ფიზკულტურულსპორტული საზ-ბა „დინამოს" ბაზაზე (არსებობდა 1925- იდან). თბილ. „დ-ს" პირველი სპორტ. ბაზა, სადაც ტარდებოდა მეცადინეობა კალათბურთში, სპორტ. ტანვარჯიშში, ტყვიის სროლაში, ჭადრაკში და ა. შ., მდებარეობდა ბესიკის ქ. 4-ში. „დ-ს" საქართვ. რესპ. საბჭოს ჰქონდა 4 სტადიონი, მ. შ. ეროვნული სტადიონი, დახურული საცურაო აუზი თბილისში, 15 სპორტ. დარბაზი, სანიჩბოსნო ბაზები სოხუმში, ფოთსა და სოფ. გუდავაში, სამთო-სათხილამურო ბაზა ბაკურიანში, ჩოგბურთის სტადიონი თბილისში და 3 სასწ.- სავარჯიშო ბაზა. საზ-ბა „დ-ს" არსებობის მანძილზე აღიზარდა 19 მსოფლიო ჩემპიონი (მ. შ. მ. ჩიბურდანიძე ), 8 ოლიმპიური ჩემპიონი (მძლეოსნები – რ.შავლაყაძე, ვ.სანეევი; კალათბურთელები – ზ.საკანდელიძე, მ.ქორქია; ძალოსანი რ.ჩიმიშკიანი; მოფარიკავე ნ.ასათიანი; ტანმოვარჯიშე გ.შარაბიძე და მოჭიდავე ვ.ბლაგიძე). საზ-ბის საკლუბო გუნდებს არაერთხელ გაუმარჯვიათ საერთაშ. შეჯიბრებებში (იხ. სტ-ები: თბილისის "დინამოს" კალათბურთელთა გუნდი, თბილისის "დინამოს" ფეხბურთელთა გუნდი, თბილისის "დინამოს" წყალბურთელთა გუნდი. ნ.გვახარია.