დინოზავრების ნაკვალევი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ს ა თ ა ფ ლ ი ა შ ი, ცარცული პერიოდის ქვეწარმავლების – დინოზავრების ნაკვალევი, რ-იც სათაფლიის ნაკრძალში 1933 აღმოაჩინა მხარეთმცოდნემ და პედაგოგმა პ. ჭაბუკიანმა. სათაფლიის მერგელოვანი კირქვების შრეებზე მიკვლეული ნაფეხურები ადრეცარცულ პერიოდს ეკუთვნის და მისი ასაკი განისაზღვრება დაახლ. 135 მლნ. წლით. დ. ნ. აღმოჩენილია ორ შრეზე. ქვედა შრეზე წარმოდგენილი ნაფეხურების ფორმის მიხედვით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ისინი შედარებით მცირე ზომის (სხეულის სიგრძე დაახლ. 2–3 ) მტაცებელ და ბალახისმჭამელ ორფეხა და უმეტესად სამთითა (იშვიათად ოთხთითა) დინოზავრებს ეკუთვნის. ზედა შრეზე აღბეჭდილ ნაკვალევს მიაკუთვნებენ დიდი ზომის (სიგრძე 5–6 მ ) ბალახისმჭამელ ცხოველებს, რ-ებიც სიარულის დროს მხოლოდ უკანა კიდურებს ეყრდნობოდნენ. დ. ნ. აღმ. ევროპაში სხვაგან არსადაა ცნობილი. ლ.გაბუნია.