დიოგენე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გამომცემლობა "დიოგენე"

გამომცემლობა (შპს). დაარსდა 1995 წელს თბილისში (დამფუძნებელი და დირექტორი – თ. ლებანიძე). "დ"-ს გამოცემული აქვს როგორც სხვადასხვა ჟანრის ორიგინ. ქართული და უცხოურიდან თარგმნილი მხატვრული, ისე სამეცნ. და სასწ.- შემეცნებითი ლიტ-რა (საქართვ. ატლასი მოზარდთათვის, მუსიკის, რელიგ. და სპორტის საყმაწვილო ენციკლოპედიები). "დ"-თვის პრიორიტეტულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების და უმაღლესი სასწავლებლების სახელმძღვანელოების, სასკოლო თვალსაჩინოებების, პლაკატების, ლექსიკონების, ალმანახ "ახალი თარგმანების" (პერიოდულად) და სხვ. გამოცემა. "დ." ხშირად აწყობს ლიტერატურულ კონკურსებს – საბავშვო პროზაიკოსებისთვის (1996), "პენ მარათონს" (2002, 2003, 2004, 2005, 2007), ახალგაზრდა მთარგმნელი პოეტებისათვის (2010); სასკოლო კონკურსებს, საქველმოქმედო აქციებს. დ-ს გამოცემები გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით, სამგანზომილებიანი ილუსტრაციებით, ახლავს აუდიოდისკები. არის მრავალი პრემირებული ნაწარმოების გამომცემელი. ა.ჭაბაშვილი.