დიოგიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოთარ შუქრის ძე (დ. 13. IV. 1954, ბათუმი),ქიმიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (2003), პროფესორი (2004). 1977 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინტის ქიმიის ფაკ-ტი. 1977–86 მუშაობდა სოფ. ურავის (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) სამთო-ქიმიურ ქ-ნაში მთ. ტექნოლოგად. 1986– 96 ეწეოდა პედ. საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. უნ-ტში. 1996–2005 იყო ბათუმის საზღვაო აკად. რექტორი, 2004-იდან კი – ამავე აკადემიის პროფესორი. დ-ის სამეცნ. კვლევები ეძღვნება ზესუფთა დარიშხანისა და მისი ნაერთების მიღების ტექნოლოგიას. აქვს პატენტი "დარიშხანმჟავა ეთერების მიღების ხერხის შესახებ".