დიონისე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიონისეს ნიღაბი. ტერაკოტა. ძვ. წ. II–I სს. ვანი.

(Dionysos), ძვ. ბერძნულ მითოლოგიაში მცენარეულობის, ღვინისა და მევენახეობის ღვთაება, მხიარულებისა და განცხრომის მომნიჭებელი, მუზების მეგობარი და მფარველი (მისი კულტის განვითარებასთან არის დაკავშირებული დრამისა და დითირამბების წარმოშობა). თავდაპირველად პოპულარული იყო დაბალ ფენებში, მაგრამ უკვე ძვ. წ. VIII–VI სს-ში დ-ს კულტი მთელ საბერძნეთში დამკვიდრდა და მის ფარგლებს გარეთაც გავრცელდა. დ-ს გამოსახულებებს (ტერაკოტული ნიღბები, მოზაიკა, ქანდაკება) ვხვდებით საქართველოში, კერძოდ, ვანის, სარკინის, ძალისის ნაქალაქარებში.





დიონისე

ბიზანტიელი ელჩი (V ს. II ნახევარი), იმპერატორის დავალებით ჩამოვიდა ეგრისში (დაახლ. 464–465), რათა მოლაპარაკებოდა ბიზანტიის ხელისუფლებისაგან გამდგარ ეგრისის მეფე გუბაზ I-ს. მან გუბაზს აუწყა იმპერატორის გადაწყვეტილება, რ-ის თანახმადაც მეფე იმპერატორს კონსტანტინოპოლში უნდა ხლებოდა. გუბაზმა დ-გან უშიშროების დაცვის გარანტია მიიღო და ბიზანტიის დედაქალაქში მას- თან ერთად ჩავიდა (465). ''წყარო'': პ რ ი ს კ ე პ ა ნ ი ო ნ ე ლ ი, წგ.: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის და ალ. გამყრელიძის გამოც., ტ. 1, თბ., 1961. დ.ლეთოდიანი.