დიონისე არეოპაგელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Dionysios ho Areopagitēs), I ს. მოღვაწე, ათენის არეოპაგის წევრი. პავლე მოციქულის გავლენით ქრისტიანობის მიღების შემდეგ – ათენის ეპისკოპოსი. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მას შემდეგ, რაც V ს. II ნახევარში არეოპაგიტული კორპუსის სახელწოდებით ცნობილი თეოლ.- ფილოს. თხზულებების ავტორობა მიაწერეს (იხ. არეოპაგიტიკა). დ. ა-ის სახელთან დაკავშირებული თხზულებანი და მათზე დართული უძველესი კომენტარები ქართულად თარგმნა ეფრემ მცირემ და თავისივე კომენტარებიც დაურთო. „ბრძენი დიონისეს" გავლენის კვალს ადასტურებს რუსთაველის მიერ სიკეთის საკითხის მონისტური გადაწყვეტა. არეოპაგიტული კორპუსის გავლენა გასდევს მთელ ქართულ კულტურას. ''ლიტ'': არეოპაგიტული კრებული. დიონისე არეოპაგელი და პეტრე იბერიელი ძველ ქართულ მწერლობაში, ი. ლოლაშვილის გამოც., თბ., 1983; ნ უ - ც უ ბ ი ძ ე შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1, თბ., 1956; ქართული ფილოსოფიის ისტორია (IV–XIII სს.), თბ., 1988; ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ.1, თბ., 1996; ხ ი დ ა შ ე ლ ი შ., ესთეტიკური შეხედულებანი ქართულ ნეოპლატონიზმში (არეოპაგიტიკა და პეტრიწი), კრ.: ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიის ნარკვევები, [ტ.] 1, თბ., 1969; Н у ц у б и д з е Ш. И., Руставели и Восточный Ренессанс, 2 изд., Тб., 1967. შ.ხიდაშელი.