დიონიჯო კარლი და პიაჩენცა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Dionigio Carli da Piacenza), XVII ს. იტალიელი მისიონერი, კაპუცინთა ორდენის წევრი. 1681 ჩამოვიდა თბილისში და 6 თვეს დარჩა. შემდეგ წინამძღვრად იყო გორის კათოლიკეთა ჰოსპიტალში. მისი რელაციონი (დაიბეჭდა 1687) მრავალმხრივ საყურადღებო წყაროა XVII ს. უკანასკნელი მეოთხედის ქართლისა და კახეთის საზ.-პოლიტ. ცხოვრების შესასწავლად. მასში საკმაოდ ვრცლადაა აღწერილი თბილისელთა და, საერთოდ, ქართველთა ყოფა (ჩაცმადახურვა, ქორწილი, გლოვის წესი, ყაბახი, ჩოგანბურთი და სხვ.), აგრეთვე აღმ. საქართველოსა და ირანის ურთიერთობა.

''თხზ'': Bassano – Le Quattro Parti del Mondo, Libro 2. Della Città di Tiflis, 1687, cap. 19. ბ.გიორგაძე.