დიოსკორეა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიოსკორეა. კავკასიური დიოსკორეა (Dioscorea caucasica).

(Dioscorea), მცენარეთა გვარი დიოსკორეასებრთა ოჯახისა. საქართველოში იზრდება ამ გვარის ერთი სახეობა – კავკასიური დ. ( D. caucasica). ორსახლიანი მრავალწლოვანიბალახოვანი მცენარეა. აქვს ძალიან გამსხვილებული ფესურა, ხვიარა ღერო, მორიგეობით, ზოგჯერ თითქმის საპირისპიროდ განლაგებული ბადეძარღვიანი ფოთლები. უძველესი კოლხური ფლორის რელიქტი და ენდემია. გავრცელების ვიწრო არეალი აქვს. იზრდება მხოლოდ აფხაზეთში, ზ. დ. 1600 -მდე, უფრო სამხრ. კალთებზე, დას. და აღმ. კალთების კარგად განათებულ ადგილებში. ფესურა შეიცავს საპონინს. სამკურნალოა. იყენებენ დეკორ. მებაღეობაში. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში". მ.გურგენიძე.