დიპლომატიური წარმომადგენლობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოში დაარსებული მუდმივი საზღვარგარე- თული ორგანო, რ-ის ამოცანაა ამ სახელმწიფოებს შორის არსებული პოლიტ. ურთიერთობის განმტკიცება და თავისი სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების დაცვა. დ. წ. XV ს-იდან გაჩნდა, მანამდე მხოლოდ ელჩები და დესპანები იგზავნებოდნენ უცხოეთის ქვეყნებში ამა თუ იმ საკითხის (მაგ., ხელშეკრულების დადება, დიპლ. მოლაპარაკება) მოსაგვარებლად. წოდებრივ-წარმომადგენლობითი მონარქიების ჩამოყალიბების პერიოდში დროებითი მისიები მუდმივ საწყისებზე გადავიდა. პირველი ასეთი საელჩო შექმნა მილანის ჰერცოგმა ფრანჩესკო სფორცამ ვენეციაში 1455. ამ ინ-ტის ფარ- თოდ შემოსვლა მხოლოდ XVI სიდან დაიწყო. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი თავისებური ხასიათი ჰქონდა ელჩობას; ელჩებს XVI–XVII სს-ში ერთმანეთთან აგზავნიდნენ ქართლისა (ქართლ-კახეთი) და რუსეთის მეფეები. პრაქტიკულად ეს წარმოადგენდა დ. წ-ს, რ-იც თვეობით იმყოფებოდა მეფის კარზე. თანამედროვე ეტაპზე დ. წ. ადგილსამყოფელ სახელმწიფოში თავის სახელმწიფოს წარმოადგენს. იგი მართავს მოლაპარაკებას ამ სახელმწიფოსთან, თავის ქვეყანას აწვდის ინფორმაციას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს პოლიტ., ეკონ., კულტ. და სამხ. სფეროებში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ხელს უწყობს ორ სახელმწიფოს შორის მრავალმხრივი ურთიერთობის განვითარებას. დ. წ. უფლებამოსილია შეასრულოს საკონსულო ფუნქციებიც. დ. წ-ის პირადი შემადგენლობა 3 ჯგუფად იყოფა: დიპლ. პერსონალი (დიპლ. აგენტები), ტექ. პერსონალი და მომსახურე პერსონალი. დიპლ. აგენტები სარგებლობენ სრული დიპლ. პრივილეგიებითა და იმუნიტეტით. დ. წ-ის სამართ. სტატუსს განსაზღვრავს ვენის 1961 წ. კონვენცია დიპლ. ურთიერთობათა შესახებ (საქართვ. შეუერთდა 1994). დ. წ. განსხვავდება საერ- თაშ. ორგანიზაციებთან (გაერო, იუნესკო და ა.შ.) არსებული მუდმივი წარმომადგენლობისაგან. ორ სახელმწიფოს შორის დიპლ. ურთიერთობის დამყარება არ იწვევს ავტომატურად დ. წ-ის გახსნის აუცილებლობას, მას ხსნიან მხო ლოდ ადგილსამყოფელი ქვეყნის პოლიტ. და ეკონ. ინტერესების გათვალისწინებით. საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის წლებში (1918–21), საქართვ. დ. წები გაიხსნა და ფუნქციონირებდა უცხოეთის მთელ რიგ ქვეყნებში, მ. შ. საბჭოთა რუსეთში, რომელმაც 1920 წ. 7 მაისს ოფიციალურად აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. 1921 წ. თებ.- მარტში საბჭ. რუს. მიერ შეიარაღებული ინტერვენციისა და საქართველოს ფაქტობრივი ანექსიის გამო, საქართვ. დ. წ-ებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება. 2011-თვის საქართველოს 168 სახელმწიფოსთან აქვს დამყარებული დიპლ. ურთიერთობა, მაგრამ დ. წ-თა რაოდენობა თბილისში 46-ს არ აღემატება. მ. შ. არის გერმანიის, აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ისრაელის, თურქეთის, ირანის, საბერძნეთის და სხვ. დ. წ-ები, ასევე საერთა- შორისო ორგანიზაციების დ. წები. საქართვ. დ. წ. არის 56 ქვეყანა- ში. ზოგიერთ შემთხვევაში ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული საქართვ. დ. წ. ფარავს 2 ან მეტ სახელმწიფოს, ასევე საერთ. ორგანიზაციას. მაგ., პარიზში განლაგებული საქართვ. დ. წ. აკრედიტებულია როგორც საფრანგეთში, ისე მონაკოს სამთავროში; ვაშინგტონისა – აშშსა და კანადაში, ხოლო ბრიუსელისა – ბელგიასა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში. ლ. ალექსიძე.