დირი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Dirr) ადოლფ (17. XII. 1867, აუგსბურგი, – 9. IV. 1930, მიუნხენი), გერმანელი ეთნოგრაფი და ენათმეცნიერი. მიუნხენის უნტის საპატიო დოქტორი (1908), პროფესორი (1920), ბოლონიის (იტალია) აკად. წ.-კორ. (1924); 1913-იდან გარდაცვალებამდე – მიუნხენის ეთნოგრ. მუზეუმის დირექტორი. 1902–13 ცხოვრობდა კავკასიაში, თავდაპირველად მასწავლებლობდა თემირ- ხან-შურაში (დაღესტანი), შემდეგ – თბილისში (ასწავლიდა გერმ. ენას). სწავლობდა კავკ. ხალხების ყოფასა და ენებს. დ-ის ნარკვევებში, რ-თა დიდი ნაწილი თბილისში რუს. ენაზე გამოიცა, წარმოდგენილია დაღესტნური [უდიური (1903), თაბასპრანული (1905), აღულური (1907), არჩიბული (1908), რუთულური (1912), წახური (1913) და სხვ.] ენების გრამ. მიმოხილვა, ტექსტები (რუს. თარგმანითურთ), ლექსიკონი. მანვე შეადგინა „თეორიულ- პრაქტიკული გრამატიკა თანამედროვე ქართული ენისა" (1904, გერმ. ენაზე). დ-ის ნაშრომი „კავკასიურ ენათა შესწავლის შესავალი" (1928) იმ დროისათვის კავკ. ენების ყველაზე ვრცელი შემაჯამებელი გამოკვლევაა. დ-ის ნაშრომებს დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა. 1909 მიენიჭა პეტერბ. მეცნ. აკად. პრემია. დ-ის მიერ დაარსებული ჟურნ. „Caucasica"" პირველი საენათმეცნიერო- კავკასიისმცოდნეობითი ჟურნალია (1924-იდან გამოდიოდა ლაიფციგში. გამოიცა 11 ნაკვეთი).

''ლიტ'': ჩ ი ქ ო ბ ა ვ ა ა., იბერიულკავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბ., 1965; Н е м и р о в с к и й М. Я., Адольф Дирр и кавказская лингвистика, Владикавказ, 1930. გ.თოფურია.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დირი&oldid=2327-დან“