დისონანსი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ფრანგ. dissonance <ლათ. dissono – შეუთანხმებელი ჟღერადობა), არაზუსტი რითმის ისეთი სახეობა, რ-შიც ხმოვნებისა და თანხმოვნების დიდი ნაწილი შეუთანხმებელია. მაგ.: დალანდიმანდილი გ. ტაბიძის ლექსში "გემი დალანდი". ქართ. პოეზიაში დისონანსური რითმა ფეხს იკიდებს XX ს. დასაწყისში. მ უ ს ი კ ა შ ი – კეთილხმოვანების დარღვევა, ბგერათა არაჰარმონიული შეთანხმება (დ-ის საპირისპირო მოვლენაა კონსონანსი). ა.ხინთიბიძე.