დისპანსერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ფრანგ. dispensaire < ლათ. dispenso – ვანაწილებ), სამკურნალო- პროფილაქტიკური დაწესებულება, რ-ის ამოცანაა მოსახლეობაში დაავადების გამოვლენა ადრეულ სტადიაზე, ავადმყოფთა აღრიცხვა, მკურნალობა და მეთვალყურეობა. XVIII ს-ში ჩამოყალიბებულ საქველმოქმედო აფთიაქებსა (dispensaire – საფრანგეთში) და ღარიბებისთვის განკუთვნილ სამკურნალოებში (dispensary – ინგლისში) არიგებდნენ წამლებს, რითაც ცდილობდნენ დახმარება აღმოეჩინათ ავადმყოფებისთვის. მოგვიანებით, 1887, ედინბურგში (შოტლანდია) ჩამოყალიბდა სპეციალიზებული დ., რ-იც განკუთვნილი იყო ტუბერკულოზით დაავადებულთათვის. XIX ს. დასასრულსა და XX ს. დასაწყისში მსგავსი დისპანსერები (დაწესებულებები) ამოქმედდა დას. ევროპაში (საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, მოგვიანებით 1910 – რუსეთშიც). შემდგომ სსრკ-ში თანდათან გაფართოვდა დისპანსერული ქსელი და მას განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ჯანდაცვის სისტემაში. თანამედროვე გაგებით, დ. სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებაა, რ-იც ახორციელებს მოსახლეობის განსაზღვრულ კონტინგენტზე დინამიკურ მეთვალყურეობასა და კომპლექსურ სამკურნალო- პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი, პროფილის მიხედვით, არსებობდა სხვადასხვა ტიპის დისპანსერები: ტუბერკულოზის, კანისა და ვენ. სნეულებათა, ფსიქო-ნევროლოგიური, ნარკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, ონკოლოგიური და სხვ.