დიუმეზილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Dumézil) ჟორჟ (4. III. 1898, პარიზი, – 11. X. 1986, იქვე), ფრანგი ენათმეცნიერი. კავკასიოლოგი, რელიგიის ისტორიის, ეპოსისა და შედარებითი მითოლოგიის სპეციალისტი. მეცნ. დოქტორი (1924), სტამბოლისა კავ( 1925–31) და უფსალის უნ-ტების პროფესორი (1931–33). 1935- იდან მუშაობდა პარიზის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. ავტორია მონოგრაფიებისა: "შედარებითი ნარკვევები ჩრდილოდასავლურ კავკასიურ ენათა შესახებ; მორფოლოგია" (1932), "შედარებითი ძიებანი კავკასიური ზმნის შესახებ" [(1933), გაანალიზებულია ჩრდ.-კავკ. ენათა ზმნის ზოგიერთი მორფოლ. კატეგორია]; "უბიხური ზმნა" (1975). ცნობილია დ-ის გამოკვლევები აფხ., ადიღეური და უბიხური ენების შესახებ. გამოსცა აფხაზური, ადიღეური, უბიხური და ზანური ფოლკლორული ტექსტები. აქვს აგრეთვე გამოკვლევა კავკ. ალბანელთა შესახებ.

''თხზ'': Documents anatoliens sur les langues et les traditions du Caucase, t. 1–5, P., 1960–67; Oceтинский эпос и мифология, М., 1976.

''ლიტ'': ჩ ი ქ ო ბ ა ვ ა ა., იბერიულკავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბ., 1965; А б а е в В. И., Ж. Дюмезиль – исследователь осетинского эпоса и мифологии, М., 1976. გ.თოფურია.