დიუპრე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Dupré)) ადრიან [გ. 1831, სმირნა (იზმირი), თურქეთი], ფრანგი მოგზაური, დიპლომატი, დიპლ. სამსახურს ეწეოდა უმთავრესად აღმ. ქვეყნებში. ფრანგი პოლკოვნიკის როტიეს ცნობით, 1799–1822 საფრანგეთის კონსულად იყო ტრაპიზონში, სადაც ერთხანს რუს. ვიცე-კონსულის მოვალეობასაც ასრულებდა. დ-ს თხზულებები ძირითადად მის დიპლ. მოღვაწეობას ეხება; თხზულებაში "მოგზაურობა სპარსეთში" კავკასიაც იხსენიება. ნაწყვეტში "შავი ზღვის ზოგიერთი ქალაქისა და პორტის აღწერა" მოცემულია ბათუმის, ახალციხისა და მიმდებარე მხარეების – რიზეს, არზრუმის, ტრაპიზონის, თოქათისა და სინოპის გეოგრაფია, სავაჭრო-ეკონ. აღწერილობა. ზოგან დართულია ისტ. მიმოხილვაც.

''ლიტ'': П о л и е в к т о в М. А., Европейские путешественники по Кавказу 1800–1830 гг. Тб., 1946. ბ.გიორგაძე.