დიფერენციალური განტოლებები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თანაფარდობები, რ-ებიც ერთმანეთთან აკავშირებს ერთ ან რამდენიმე საძიებელ ფუნქციას, მათ სხვადასხვა რიგის წარმოებულებსა და დამოუკიდებელ ცვლადებს. მექან. და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მოთხოვნილებებმა განაპირობა დ. გ-თა თეორიის ჩასახვა XVII ს. დამლევს დიფერენციალურ აღრიცხვასა და ინტეგრალურ აღრიცხვასთან ერთად. ტერმ. "დ. გ." პირველად იხმარა გერმ. მეცნ. გ. ლაიბნიცმა. ამ დარგის განვითარება იხ. სტატიებში კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებები და ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებები.