დიღმისწყალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დ ი ღ მ უ ლ ა, მდინარე აღმ. საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტისა და ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში. მტკვრის მარჯვ. შენაკადი. სათავე აქვს საწკეპელას ქედის სამხრ.-აღმ. კალთაზე, ზ. დ. 1400 სიმაღლეზე. მტკვარს ერთვის თბილისში, შ. შალიკაშვილის (ყოფ. დიდუბის) ხიდის მახლობლად. სიგრძე 22 კმ, აუზის ფართ. 72,7 კმ 2. დ-ის მდგენელებია ტაბარუკისხევი და ბევრეთისწყალი, შენაკადები – კვარათხევი, ძალანთხევი, წოდორეთისწყალი და სხვ. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა – შემოდგომაზე, წყალმცირეა ზამთარსა და ზაფხულში. გვალვების დროს მისი წყალი მტკვრამდე ვერ აღწევს. საშ. წლ. ხარჯი 0,25 მ 3/წმ.