დიღმის განძი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

XII–XIII სს. სპილენძის ქართული მონეტების განძი, აღმოჩენილი 1955 სოფელ დიღომში. განძი შეიცავდა გიორგი III -ის სახელით მოჭრილ 67 მონეტას, გიორგისა და თამარის 1 მონეტას, თამარის 203 მონეტას, გიორგი IV ლაშას 170 მონეტას. მცირე რაოდენობით იყო აგრეთვე ილდეგიზიდური და სელჩუკური მონეტები. განძი ჩამარხულია XIII ს. 20–30-იანი წწ. მიჯნაზე.

''ლიტ'' : Д ж а л а г а н и я И. Л., Иноземная монета в денежном обращении Грузии V–XIII вв., Тб., 1979. გ. დუნდუა.