დიღმის კარი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შუა საუკუნეების თბილისის ერთ-ერთი კარიბჭე. დატანებული იყო კალის გალავნის ჩრდ.-დას. კედელში, დაახლ. ახლანდ. ა. პუშკინისა და ნ. ბარათაშვილის ქუჩების გადაკვეთის ადგილზე, იქ, სადაც ვერცხლის ქუჩა პუშკინის ქუჩას უერთდება. აქ იწყებოდა სოფ. დიღმისკენ მიმავალი გზა – "დიღმის გზა" (აქედანვეა სახელწ. "დ. კ."). ცნობილია კარიბჭის მეორე სახელწ. – "შუა კარი" ზემო კარსა (იგივე – მაღლა კარი, კოჯრის კარი) და ქვემო კარს (იგივე – დაბლა კარი, წყლის კარი ) შორის მდებარეობის გამო. თ. ბერიძე.