დიყი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიყი. სოსნოვსკის დიყი (Heracleum sosnowskyi).
დიყი. მანტეგაცის დიყი (Heracleum mantegazzianum).

(Heracleum), მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. მაღალი, ორ- და მრავალწლოვანი ბალახები. აქვთ დიდი დანაკვთული ან მთლიანი ფოთლები, რთულ ქოლგად შეკრებილი თეთრი, იშვიათად მომწვანო-ყვითელი ან კაშკაშა ვარდისფერი ყვავილები. 70-მდე სახეობა ძირითადად გავრცელებულია აღმ. ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში 21 სახეობაა, მათგან 6 საქართვ. ენდემია, 8 – კავკასიისა. იზრდება უმეტესად ტყესა და სუბალპურ სარტყელში. სუბალპურ მაღალბალახეულში ფართოდაა გავრცელებული ს ო ს ნ ო ვ ს კ ი ს დ. (H. sosnowskyi) და მ ა ნ ტ ე გ ა ც ი ს დ. (H. mantegazzianum). დ. სასილოსე და დეკორ. მცენარეა, მის ნორჩ ყლორტებს მთის მოსახლეობა საჭმელად იყენებს. ფოთოლი და ნაყოფი მდიდარია ეთერზეთებით. ფოთლები და ღერო შეხებისას კანს აღიზიანებს და წყლულს აჩენს. რ. გაგნიძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დიყი&oldid=4493-დან“