დიხაზურგა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი გალის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), აფხ. მთისწინეთის სამხრ.-აღმ. ნაწილში, მდ. ენგურის მარჯვ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: დ., ზენი, ოცარცე). ზ. დ. 200 , გალიდან 15 კმ. 616 მცხ. (1989). სოფელს 1952-მდე ეწოდებოდა დიდი წიფური. დ-ის ეკლესიის ნანგრევებზე აღმოჩნდა გრიგოლ გალატოზთუხუცესის (კალატოზთუხუცესი) წარწერა, რ-იც X–XI სსით თარიღდება. დ-ის მახლობლად არის გვიანდ. შუა საუკ. სათანჯოს კოშკი.


დიხაზურგა

რქეოლოგიური ძეგლების ერთ-ერთი კატეგორია, ნამოსახლარი გორა კოლხეთის დაბლობზე. იხ. გორა.