დიხამინჯია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კალენიკე სიკოს ძე (15. VII. 1902, სოფ. ლეძაძამე, ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი, – 25. II. 1978, თბილისი), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1957), პროფესორი (1966). 1931 დაამ- თავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინტის სამკურნ. ფაკ-ტი; 1931–35 იყო იქვე ქირურგიის კათედრის კლინ. ორდინატორი; 1936–41 – ამავე კათედრის ასისტენტი; მეორე მსოფლიო ომის დროს – ფრონტის წამყვანი ქირურგი (ამ პერიოდში გამოაქვეყნა 8 სამეცნ. ნაშრომი). 1945–48 დაინიშნა ერთ-ერთი ჰოსპიტლის (ქ. დრეზდენი) და საქსონიის (გერმანია) მთ. ქირურგად; დემობილიზაციის შემდეგ, 1948- იდან თსსუ-ის კათედრის თანამშრომელი იყო. დ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი, მ. შ. 3 მონოგრაფიისა და 2 სახელმძღვანელოსი.


დიხამინჯია

ოთარ ბუხუტის ძე (15. IX. 1911, ქუთაისი, – 9. XI. 1997, იქვე), ლოტბარი, საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1986). 1935 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი,იმავდროულად სწავლობდა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორიასა და ხალხ. შემოქმედების რესპ. სახლთან არსებულ საგუნდო-სადირიჟორო კურსებზე. ინ-ტში სწავლის დროს ხელმძღვანელობდა მომღერალ სტუდენტთა გუნდს, 1948-იდან – მარტვილის რ-ნში მოქმედ სხვადასხვა გუნდს (სოფლების ბანძის, მუხურჩის, გაჭედილისა და სხვ. კულტ. სახლებს). დ. სიმღერების ("მერცხალი", "მდინარე", "ბულბული", "სულის ყვავილო", "გახსოვს, მერი", "თერგი რბის") ტექსტების ავტორიცაა, შემსრულებლები იყვნენ დები იშხნელები, რესპ. მხატვრული კოლექტივები. აღადგინა და დაამუშავა მრავალი ხალხ. სიმღერა.

''ლიტ'': გ ე გ ე ჭ კ ო რ ი ლ., ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები, თბ., 1969; М ш в е л и д з е А. С., Грузинская народная музыка, М., 1969.