დიხაშხო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), იმერეთის დაბლობზე, მდ. სულორის (რიონის მარცხ. შენაკადი) ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: დ., ისრითი, ციხისუბანი). ზ. დ. 180 , ვანიდან 5 კმ. 1,5 ათ. მცხ. (2002). სახელწ. "დ." მეგრული წარმოშობისაა და კარგმოსავლიან მიწას ნიშნავს. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII ს-ში ი. გიულდენშტედტთან. სოფელში შემორჩენილია სამების ერთნავიანი ეკლესია (ინტერიერში არის მოხატულობა და წარწერა), რ-იც, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, 1721 წელსაა აგებული. იმავე წყაროში ნათქვამია, რომ XIX ს. 20-იან წლებში დ-ში თავად ლორთქიფანიძეების კუთვნილი ხის ორი ეკლესია იდგა, რ- თაგან ერთი 1744 იყო აგებული, მეორე – 1812. თ . ბერაძე.