დმანისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დმანისის გერბი 2007- იდან

ქალაქი (1981-იდან) საქართველოს სამხრ. მთიანეთში, ქვემო ქართლის მხარეში. მუნიციპალიტეტის ცენტრი. 1947-მდე ეწოდებოდა ბ ა შ კ ი ჩ ე თ ი (ამ სახელწოდებითაა დატანილი თბილისის გუბერნიის 1870 წ. რუკაზე). მდებარეობს დმანისის ვულკ. პლატოზე, მდ. მაშავრის (ხრამის მარჯვ. შენაკადი) ორივე ნაპირზე. ზ. დ. 1250 , თბილისიდან 102 კმ, კაზრეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 30 კმ. 3,4 ათ. მცხ. (2002). დ-ში ზომიერად ნოტიო ჰავაა. საშ. წლ. ტემპ-რა 7,8c, იანვ.–2,7c, ივლ. 18,20ჩ. ნალექები – 800 მმ წელიწადში. ქალაქში არის სოფ. მეურნ. პროდუქციის გადასამუშავებელი და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოები, სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო სკოლები, სამედ. დაწესებულებები. ვ. ჯაოშვილი.






დმანისი

დ უ მ ა ნ ი ს ი, სოფელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ჭივჭავის თემში, ირაგის ქვაბულში, მდ. ასლანკის (ხრამის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1140 , თეთრი წყაროდან 15 კმ. 201 მცხ. (2002). სოფლის შუაში შემორჩენილია IX–X სს. ერთნავიანი ეკლესია. სამხრ. და ჩრდ. ფასადებს მთელ სიგრძეზე გვიანდ. ხანის მინაშენები აქვს. სამხრ. მინაშენი სწორკუთხაა და შესასვლელიც აქედან ჰქონდა. ჩრდ. აფსიდიანი მინაშენი კარით მხოლოდ ეკლესიასთან იყო დაკავშირებული. ძეგლი ნაშენია უხეშად დამუშავებული ქვით, კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები თლილი ქვითაა გამოყვანილი, ხოლო კარნიზი კბილანებითაა დამუშავებული. ტრაპეზის ქვაზე დიდი ზომის ჯვარია გამოსახული. სოფლის განაპირას, სამხრ-ით, XVI–XVII სს. წმ. გიორგის ეკლესია დგას. ნაგებია მქისედ დამუშავებული ქვით. კარი მხოლოდ სამხრეთიდანაა. სოფლის აღმით, დაახლ. 1 კმ -ზე, დგას მცირე ზომის XVI–XVII სს. მოხდენილი ერთნავიანი ეკლესია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. შიგნით და გარეთ შემოსილია სუფთად გათლილი ქვით. აღმ. ფასადზე ამოკვეთილია წარწერა: "ქრისტე შეიწყალე სული მიქელასი". პ. ზაქარაია.




დმანისი

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი დმანისისა და პატარა დმანისის გავრცელებული სახელწოდება.