დმანისის ეპარქია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქია, მოიცავს ქვემო ქართლს. აღმ-ით ესაზღვრება ბოლნისის, ჩრდ-ით – მანგლისისა და წალკის, დას-ით – ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიები. ქვემო ქართლის ეს ტერიტორია უძველესი დროიდან ქრისტ. კულტურის ძლიერი ცენტრი იყო. თავისი გეოგრ. მდებარეობის გამო დმანისი და მისი მიმდებარე ტერიტორია გარეშე მტრის შემოსევების შედეგად თანდათან განადგურდა 1995 წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით აღდგა ბოლნისისა და დმანისის ეპარქიები, ხოლო 2003 დ. ე. ცალკე ჩამოყალიბდა.

''ლიტ'' .: ე პ ი ს კ ო პ ო ს ი ზ ე ნ ო ნ ი, სამხრეთის კარიბჭე. დმანისისა და ლორე-ტაშირის მხარის და მისი საეპისკოპოსოს ისტორიული ნარკვევები, თბ., 2005; საქართველოს ეკლესიის კალენდარი, თბ., 2005. ე. ბუბულაშვილი.