დმანისის ზარაფხანა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახელოსნო, სადაც XIII ს. შუა წლებში მეფე დავით VI ნარინის (1225–93) სახელით სპილენძის მონეტები იჭრებოდა (იხ. დმანური ფელსი). დმანისში დავით ნარინის მონეტის მოჭრა იმის მაუწყებელია, რომ მონღოლთა ბატონობის დროს ეს ქალაქი მნიშვნელოვანი პოლიტ.-ეკონ. ცენტრი ყოფილა, ხოლო ერთხანს – საქართვ. მეფის რეზიდენციაც.

''ლიტ'' .: კ ა პ ა ნ ა ძ ე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969; წ ე რ ე თ ე - ლ ი გ., დმანისის მონეტის გამო, «ლიტერატურული ძიებანი», 1944, [ტ.] 2; Д ж а л а г а н и я И. Л., Из истории монетного дела в Грузии XIII века, Тб., 1958; К а п а н а д з е Д. Г., Грузинская нумизматика, М., 1955. გ. დუნდუა.