დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ე რ ო ვ ნ უ - ლ ი მ უ ზ ე უ მ ი ს ა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი (თავდაპირველი სახელწოდება – დმანისის ისტ.-არქიტ. მუზეუმ-ნაკრძალი) დაარსდა 1989 წლის 14 ივნისს, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს განკარგულებით. მუზეუმის დაცვისა და საექსკურსიო მარშრუტების ზონას წარმოადგენდა დმანისის ნაქალაქარი , ასევე ნაქალაქარის სამაროვანი; სამუზეუმო კოლექციების ბაზას ქმნიდა დმანისის ნაქალაქარში მოპოვებული არქეოლ. მასალა. 2005 წლის 4 ოქტომბერს, საქართვ. პრეზიდენტის განკარგულებით დმანისის ისტ.-არქიტ. მუზეუმ-ნაკრძალი შეუერთდა საქართვ. ეროვნ. მუზეუმს და ეწოდა საქართვ. ეროვნ. მუზეუმის დ. მ.-ნ. დ. მ.-ნ. მდებარეობს ქვემო ქართლში, თბილისიდან სამხრეთ დასავლეთით 85-ე კილომეტრზე. იგი განთავსებულია სოფ. პატარა დმანისის (დმანისის მუნიციპალიტეტი) მახლობლად, მდინარეების მაშავრისა და ფინეზაურის შესარ- თავთან მდებარე კონცხზე. 2010 წ. 1 იანვრისთვის დმანისი სამუზეუმო-სამეცნ. კომპლექსს წარმოადგენს. მისი შემადგენელი სეგმენტებია: მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია (დმანისის ნაქალაქარი და სამაროვანი), ნაქალაქარზე განთავსებული საველე-არქეოლ. მუზეუმი, მუზეუმის ადმინისტრაციული შენობა, დმანისის არქეოლ. ექსპედიციის საველე ლაბორატორია და ბაზა, მუზეუმის საფონდო საცავი. სეზონურად დმანისში მიმდინარეობს საველე-არქეოლ. გათხრები. ინტერდისციპლინარულად იკვლევს საქართვ. ეროვნ. მუზეუმის დმანისის ჯგუფი, რ-შიც ქართვ. სპეციალისტების გარდა, შედიან სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი სამეცნ. ცენტრებიდან. საქართვ. ეროვნ. მუზეუმის საგანმან. პროგრამის ფარგლებში, 2005- იდან დმანისში ფუნქციონირებს საზაფხულო სკოლა-ბანაკი, რ-იც გათვლილია საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეთა კონტინგენტზე. სწავლება წარმოებს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით. 2009 შეიქმნა საერთაშ. საგანმან.- სამეცნ. სეგმენტი – დმანისის პალეოანთროპოლოგიური საველე სკოლა; ამ სკოლის კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტ. დატვირთვას შემდეგ საგნებში: არქეოლოგია, გეოლოგია, ტაფონომია, პალეოანთროპოლოგია, პალეონტოლოგია. სკოლის კურსდამთავრებულებს ეძლევათ აკად. კრედიტი და სერტიფიკატი. დ. მ.-ნ-ში წარმოდგენილია სამი ძირითადი ეპოქის: შუა საუკუნეების, გვიანბრინჯაო-ადრერკინისა და ქვის ხანის ძეგლები. 2009 წ. სექტემბერში დმანისის ნაქალაქარზე გაიხსნა საველე-არქეოლ. მუზეუმი. ნაგებობა უშუალოდ გათხრების ტერიტორიაზეა და სამივე ეპოქის: ქვის, ბრინჯაოს ხანისა და შუა საუკუნეების ფენებზეა გამართული, რ-ის არქიტ. გადაწყვეტა ითვალისწინებს მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლ. ფენების დაცვას, მეცნიერთათვის თანამედროვე სამუშაო პირობების შექმნასა და ფართო საზ-ბის ინტერესის დაკმაყოფილებას. საველე მუზეუმში შესაძლებელია ერთდროულად არქეოლ. სამუშაოების ჩატარებაც და დამთვალიერებელთა მიღებაც. მისი სამუზეუმო და საგანმან. კონცეფცია სრულად ასახავს დმანისის არქეოლ. ძეგლის უნიკალურობას.

''ლიტ'' .: დმანისი (კრებული), ტ. 1–5, თბ., 1998–2006; კ ო პ ა ლ ი ა ნ ი ჯ., დმანისის ციხე, თბ., 1996; მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი ლ., დმანისი (ქალაქის ისტორია და ნაქალაქარის აღწერა), კრ.: შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა, თბ., 1938; საქართველო – "პირველი ევროპელის სამშობლო", თბ., 2000;Dmanisi Archaeological Site, Georgian National Museum. Studio Milou architecture, 2009. კ. კახიანი. დ. ლორთქიფანიძე. თ. შელია. ჯ. ჩხვიმიანი.