დმანისის მუნიციპალიტეტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Dmanisi 002.jpg
ბოსლების სამების ეკლესია. XIII ს.
დმანისის ნაქალაქარი.
დმანისის ნამარხი. 1 – თიხის დოქი; 2 – მოჭიქული ჯამი.
დმანისის ნაქალაქარი (შიდა ციხე).


ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში. ჩრდით ესაზღვრება წალკის, აღმ-ით – თეთრი წყაროსა და ბოლნისის, დას-ით – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები, სამხრ-ით – სომხეთი. ფართ. 1198,8 კმ 2. მოსახლ. 28,0 ათ. კაცი (2002). ცენტრი – ქ.დმანისი. დ. მ-ში არის 1 ქალაქი, 59 სოფელი, 15 თემი: ამამლოს, განთიადის, გომარეთის, გუგუთის, დიდი დმანისის, დმანისის (ცენტრი იაყუბლო), ირგანის, იფნარის, კამარლოს, მაშავრის, საკირის, სარკინეთის, ქვემო ოროზმანის, ყარაბულაღის (ცენტრი – ზემო ყარაბულაღი), ყიზილქილისის.

ისტორიული ცნობა დ. მ. მოიცავს ისტ. რეგიონების – ზურტაკეტისა და დმანისხევის ტერიტორიებს. ადრინდ. ფეოდ. ხანის ადმ.-ტერიტ. დანაწილებით მა- შავრის ზემო დინება ქვეშის ხევის ერთეულში შედიოდა, ზურტაკეტი კი (შავწყალას აუზი) თრიალეთს ეკუთვნოდა. X ს. ბოლოდან XI ს. I ნახევრამდე დ. მ-ის სამხრ. ნაწილი კვირიკიანთა სამეფოში შედიოდა, ჩრდ. ნაწილი კი – კლდეკარის საერისთავოში. შემდგომ, განვი- თარებული ფეოდალიზმის ხანაში, დმანისიც და ზურტაკეტიც სამეფო საკუთრება გახდა, ამ მხარის სოფლების უმეტესობა საყაფლანიშვილოს სათავადოში ერთიანდებოდა. 1930-მდე ახლანდ. დ. მ-ის ტერიტორია შედიოდა ბორჩალოს მაზრაში , 1930-იდან – წალკის რნში, 1933-იდან გამოიყო ცალკე რ-ნად. 1963–64 ეკუთვნოდა ბოლნისის რ-ნს, 1965-იდან კვლავ გამოიყო ახლანდ. საზღვრებით. 2005-იდან მუნიციპალიტეტია.

ბუნება მუნიციპალიტეტის დას. ნაწილი მოიცავს ჯავახეთის მერიდიანულ ქედს, რ-იც აგებულია ახალგაზრდა ეფუზიური ქანებით (ბაზალტური, ანდეზიტ-ბაზალტური, ლიპარიტ-დაციტური ლავები). ქედის მოვაკებულ თხემზე აღმარ- თულია მწვერვალები: დავაკრანი, შამბიანი, აღრიქარი და ემლიქლი. აღმ. დამრეცი კალთა დასერილია კანიონისებრი ხეობებით. მუნიციპალიტეტის შუა ნაწილი უჭირავს ძირითადად ახალგაზრდა დოლერიტული ლავებით აგებულ ჭოჭიანის, გომარეთისა და დმანისის ვულკ. პლატოებს. დ. მ-ის აღმ. ნაწილში არის პალეოზოური გრანიტოიდებით აგებული კვირიკეთის მთა და შუაეოცენური ვულკანოგენური ქანებით აგებული ლუკუნის მთა, რ-ებიც დასერილია მდინარეების ხრამისა და მა- შავრის შენაკადთა ხევ-ხეობებით. დ. მ-ის სამხრ.-აღმ. ნაწილი უჭირავს ლოქის ქედის ჩრდ. კალთის ეროზიულ შტოქედებს და მათ შორის მოქცეულ ხეობებს. მათ აგებულებაში ჭარბობს შუაეოცენური ვულკანოგენური წყებები, რ-ებსაც აღმ-ით იურული (პორფირიტული) და ცარცული (კარბონატული) ქანები ენაცვლება. დ. მ-ში ჰავა ზომიერად ნოტიოა. იცის ცივი, ხანგრძლივი ზამთარი და თბილი ზაფხული. საშ. წლ. ტემპ-რა დას. ნაწილში 3°C, აღმ. ნაწილში 12°C, შესაბამისად, იანვ. საშ. ტემპ-რა –10°C-იდან –2°Cმდე, ივლ. 13°ჩ, 23°C; აბსოლ. მინ. –28°C-მდე ეცემა (მთებში), აბსოლ. მაქს. 30°C აღწევს (აღმ. ნაწილში). ნალექები – 650–1000 მმ წელიწადში. ნალექების მაქს. რაოდენობა მაისში მოდის, მინ. – დეკ-ში. თოვლის საფრის ხანგრძლივობა 2–4 თვეს გრძელდება. მუნიციპალიტეტის ჩრდ. ნაწილ- ში მიედინება მდ. ხრამი და მისი შენაკადები: ჭოჭიანი და შავწყაროსწყალი. სამხრ. ნაწილს კვეთს მდ. მაშავერა და მისი შენაკადები: ფინეზაური, შახმარლო და სხვ. მდინარეები უმთავრესად საზრდოობენ წვიმის, აგრეთვე თოვლის წყლითა და დიდდებიტიანი ვოკლუზური წყაროებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარში, წყალმცირობა ზამთარში. მუნიციპალიტეტში მცირე ზომის ვულკ. ტბებია, მ. შ. აღსანიშნავია ოროზმანის ტბა, სარკინეთ-გომარეთისა და კამარლოს მიდამოების ტბები. სოფლების – ველისპირისა და ირგანის მიდამოებში არის ჭაობები. დ. მ-ის აღმ. ნაწილში ჭარბობს ტყის ყომრალი ნიადაგი; შუა ნაწილში, პლატოებზე განვითარებულია მთის შავმიწა ნიადაგი მიმდებარე ქედების კალთებზე – მთის მდელოს შავმიწისებრი კორდიანი და კორდიან-ტორფიანი, ხოლო თხემებსა და მწვერვალებზე ალპ. ზონის მცირე სისქის პრიმიტ. ნიადაგებია. ზოგან გვხვდება კორდიან-კარბონატული, ალუვიური, ტენიანი მდელოს და დაჭაობებული ნიადაგები. ბევრგან ნიადაგს მოკლებული კარკალები და ჩამორეცხილი კალთებია. დ. მ-ის აღმ. ნაწილი უჭირავს მთის შერეულ ტყეებს, სადაც აღმოსავლური წიფელია გაბატონებული, იზრდება აგრეთვე მუხა და ფიჭვი. მუნიციპალიტეტის შუა ნაწილში, პლატოებზე, ხეობების ძნელად მისადგომ უბნებ- ში, შემორჩენილია ნეკერჩხლის, ცირცელის, ტირიფის, მუხის მცირე დაკნინებული დერივატები, ტყის ადგილას ამჟამად მთის სტეპის ბალახეულობაა, სადაც ნაირბალახოვანი მცენარეულობა ჭარბობს. 2000-იდან 2500 მ - მდე სუბალპ. მდელოებია სტეპის ელემენტებით, ხოლო 2500 მ -ზე მაღლა – ალპ. მდელოები. ტბისპირებთან წყლის მცენარეებია, კანიონის ფერდობებზე – კლდის ქსეროფიტები. დ. მ-ში ბინადრობს შველი, გარეული ღორი, მგელი,დათვი, ციყვი და სხვ. ბევრია მღრღნელი და ფრინველი, მდინარეებში – თევზი, მ. შ. კალმახი. ძირითადი ლანდშაფტები: 1. საშუალმთის მთა-ხეობები წიფლნარ- მუხნარითა და ტყის ყომრალი ნიადაგით; 2. ლავური პლატოები მთის სტეპის მცენარეულობითა და მთის შავმიწა ნიადაგით; 3. მთის გასტეპებული მდელოები შავმიწისებრი ნიადაგით; 4. სუბალპ. და ალპ. მდელოები კორდიანი და ტორფიან-კორდიანი ნიადაგებით.

მოსახლეობა მოსახლ. უმეტესობა აზერბაიჯანელები და ქართველები არიან. ცხოვრობენ აგრეთვე ბერძნები, სომხები, რუსები და სხვ. განსახლების ძირითადი ზონა ზ. დ. 800–1400 ფარგლებში მერყეობს. მოსახლ. საშ. სიმჭიდროვეა 23,4 კაცი 1 კმ 2-ზე (2002). მუნიციპალიტეტის მოსახლ. 87,7% ცხოვრობს სოფლად. უკანასკნელ ხანს აქ გაჩნდა სტიქიით დაზარალებული სვანების დასახლებები.

მეურნეობა სოფ. მეურნ. ძირითადი დარგებია მეცხოველეობა და მეკარტოფილეობა. ნათესი ფართობის თითქმის 50% უჭირავს მარცვლოვან და პარკოსან კულტურებს, მოჰყავთ ხორბალი, სიმინდი, ბოსტნეული. განვითარებულია სარძეო მესაქონლეობა, მეცხვარეობა, მეფუტკრეობა. დ. მ-ის ენერგეტ. ბაზაა დმანისის ჰესი მდ. მაშავერაზე. წამყვანი დარგია კვების მრეწვ., არის ყველ-კარაქის, ხეტყის სახერხი და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოები. ერთიან სატრანსპ. სისტემაში მთავარ როლს ასრულებს ავტოტრანსპორტი. მუნიციპალიტეტში რკინიგზის ხაზი არ არის (უახლოესი რკინიგზის სადგურია კაზრეთი, დმანისიდან 30 კმ). დმანისი ბოლნისსა და სომხეთს უკავ- შირდება საავტ. გზებით.

კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა დ. მ-ში არის სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო სკოლები, ბ-კები. მოსახლ. ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება სამედ. დაწესებულებები, მათ შორის ფუნქციონირებს შპს "მედიქალ პარკი საქართველო", შპს "დმანისის წმინდა ნინოს ჰოსპიტალი".

ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლები დ. მ-ის ტერიტორიაზე შემონახულია ქართ. ხუროთმოძღვრების მრავალი ღირსშესანიშნავი ძეგლი, რ-თაგან აღსანიშნავია: დმანისის ნაქალაქარი სახელგანთქმული დმანისის სიონის ტაძრით (VI–XIII სს.), უკანგორის (V–VI სს.), განთიადის, ზემო ყარაბულაღის, წმ. დემეტრეს (ყველა X–XI სს.), ბახჩალარის (XI ს.), ამბარლოს (XI ს.), ამამლოს (XII ს.), ბოსლების სამების (XIII ს.), გომარეთის (განვითარებული შუა საუკ.) ეკლესიები, სამონასტრო კომპლექსი "ლამაზი საყდარი" (XIII ს.), შუა საუკ. ქარვასლა, ციხე- ქვაბი, მუსის ციხე და სხვ. დ. ბერძენიშვილი. დ. სვანიძე. ქ. ჯაყელი.