დმანისის პლატო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პლატო საქართველოს სამხრეთ მთიანეთში, მდ. მაშავრის ზემო დინების აუზ- ში. აგებულია მეოთხეული ასაკის დოლერიტული ლავებით. გვხვდება ტბიურ-ტუფოგენური ქვიშების გამოსავლებიც. მაღლდება აღმიდან (900 -იდან) დას-კენ (1800 -მდე). დასერილია მდ. მაშავრისა და მისი შენაკადების კანიონისებრი ხეობებით. დ. პ-ზე ზომიერად ნოტიო ჰავაა. იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. ჰაერის საშ. წლ. ტემპ-რა 5–10°C შორის მერყეობს, იანვ. საშ. ტემპრა –2°C-იდან –7°C-მდე, ივლ. 13– 21°C. ნალექები 570–700 მმ წელიწადში. დ. პ-ს მთ. მდინარეა მაშავერა. მრავლადაა პატარა ტბები, მ. შ. უდიდესია ოროზმანის ტბა. გაბატონებულია მთის შავმიწა ნიადაგი, არის მთის მდელოს ნიადაგიც. დ. პ-ზე ჭარბობს მთის სტეპები, რ-ებიც ზემოთ (დას-ით) მდელოს ფორმაციებში გადადის. ხეობებში აქა-იქ შემორჩენილია წიფლნარი და მუხნარ-რცხილნარი. ტერიტ. დიდი ნაწილი მთის სტეპურ ლანდ- შაფტს უჭირავს. ფრაგმენტების სახით გავრცელებულია დაჭაობებული მდელოს და ხევ-ხრამების ლანდშაფტები. ქ. ჯაყელი.