დმანური ფელსი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დმანური ფელსი. სპილენძი. XIII ს. ზემოთ – შუბლი, ქვემოთ – ზურგი. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. თბილისი.

მეფე დავით VI ნარინის მიერ დმანისში 1245 მოჭრილი სპილენძის მონეტა. შუბლზე, ცენტრში, ასომთავრული მონოგრამაა – მეფის სახელი (დავით), გარშემო გასდევს სპარს. წარწერა: "მონა ყაანისა, ქვეყნის მპყრობელისა, დავით მეფე". ზოგიერთ ეგზემპლარზე აღნიშნულია აგრეთვე მოჭრის თარიღი ქართ. ქორონიკონით (465). ზურგზე ხუთსტრიქონიანი არაბ. ზედწერილია: "ქალაქსა დმანისს ხანგრძლივ ჰყოს იგი ღმერთმან (წელსა) ექვსას ორმოცდაორსა (ჰიჯრით)", ე. ი. 1244/45 წელი. ''ლიტ'' .: ლ ო მ ო უ რ ი თ., XIII საუკუნის ქართული ფულის საკითხთა გამო, «საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1940, ტ. 10 B; წ ე რ ე თ ე ლ ი გ., დმანისის მონეტის გამო, «ლიტერატურული ძიებანი», 1944, [ტ.] 2; П а х о м о в Е. А., Монеты Грузии, Тб., 1970. ი. ჯალაღანია.