დმენისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი ერედვის მუნიციპალიტეტის ქსუისის თემში (შიდა ქართლის მხარე), შიდა ქართლის ვაკის ჩრდ. ნაწილში, მდ. პატარა ლიახვის მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 1000 , ერედვიდან 6 კმ, ცხინვალიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 14 კმ. 1,3 ათ. მცხ. (1989). სოფლის განაპირას დგას ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – X ს. I ნახ. ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია. სამხრ-იდან და დას-იდან მინაშენები ჰქონდა. ფასადები შემოსილია მუქი წითელი და რუხი ფერის ქვის დიდი კვადრებით. აღმოსავლეთის ფასადის სარკმლის თავზე მოთავსებულ დიდ ფილაზე გამოსახულია ვაზით გარშემოვლებული ჯვარი.

''ლიტ'' .: М е п и с а ш в и л и Р. С., Ц и н ц а д з е В. Г., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии – Шида-Картли, Тб., 1975.