დობრჟანსკი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (19. IV. 1873, თბილისის გუბ., – 15. XI. 1937, პარიზი), რუსეთის არმიის გენერალ- მაიორი (1917). დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი (1891), კონსტანტინეს სამხედრო სასწავლებელი (1893). მსახურობდა 149-ე ქვეითთა შავიზღვისპირა პოლკში, კავკასიის პირველ მსროლელთა ბატალიონში, ლაიბგვარდიის ეგერთა პოლკში. 1900 დაამთავრა საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლური ენების კურსები. 1914 მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1916 იყო საავტომობილო დივიზიონის მეთაური. 1916 დააჯილდოვეს ოქროს იარაღით, 1917 – წმ. გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით. მ. გოგიტიძე.