დოგმატიკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქრისტიანული სასულიერო მწერლობის დარგი, მოძღვრება საღვთისმეტყველო დოგმების შესახებ. მასში გადმოცემულია ქრისტიანობის ფილოს.-თეოლ. არსი. დ. წარმოიშვა წარმართობის, იუდაიზმისა და მწვალებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში ქრისტ. სარწმუნოების დაცვისა და განმტკიცებისათვის. დ. ქართ. სას. მწერლობის მნიშვნელოვანი დარგია. დოგმატიკური თხზულებების ქართულად თარგმნა დაიწყო ადრინდ. შუა საუკუნეებში. X–XII სს-ში დოგმატიკური მწერლობა თავიანთი შემოქმედებით გაამდიდრეს ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელებმა, თეოფილე ხუცესმონაზონმა, ეფრემ მცირემ. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის არსენ იყალთოელს. მან თარგმნა ბიზანტ. დ-ის საუკეთესო ნიმუშები და შეადგინა ორიგინ. კრებ. "დოგმატიკონი", რ-მაც დიდი გავლენა იქონია შემდგომი ხანის ქართ. მწერლობაზე. XVII–XVIII სს-ში საქართველოში იწერებოდა "კატეხიზმოს" ტიპის სახელმძღვანელოები, მნიშვნელოვანია ს.-ს. ორბელიანის "საქრისტიანო მოძღვრება" ("სამოთხის კარი"). ''ლიტ'' .: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960. ი. ლოლაშვილი.