დოგუზოვი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი ვასილის ძე (8. X. 1923, ქ. ხარბინი, ჩინეთი, – 1991, ცხინვალი), ფერმწერი. საქართვ. დამს. მხატვარი (1967), დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1953). დ-ის ნამუშევრებში ასახულია ოსი ხალხის ყოფა-ცხოვრება, საქართვ. ბუნების თავისებურებები. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: "ძველი ცხინვალი" (1965), პოეტ კოსტა ხეთაგუროვის პორტრეტი (1966), "გაზაფხული მთებში", "ძველი ხიდი" (ორივე 1969), "გუფთის ხეობა" (1970), სერია "ოსური პეიზაჟები" ["ზაფხული" (1958), "გაზაფხული" (1971), "შემოდგომა" (1971)], დ-ის მიერ შესრულებული ილუსტრაციები გამოირჩევა მაღალი ოსტატობით.