დოესი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე), მტკვრის შუა ხეობის ვაკეზე, მეტეხი – გორის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: დ., გრაკალი). ზ. დ. 580 , კასპიდან 25 კმ, გრაკლიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 2 კმ. 2,8 ათ. მცხ. (2002). 1957 ხოვლის არქეოლ. ექსპედიციამ დ-ის მინდორში გათხარა ბრინჯაოს ხანის ყორღანული სამარხი. სოფ. დ. თავდაპირველად თავად ჯავახიშვილებს ეკუთვნოდა, 1615 კი მეფე ლუარსაბ II-მ იგი მერაბ და ქაიხოსრო ციციშვილებს უბოძა. დოესელთა მთავარი სამეურნეო ბაზაა დ-ის მინდორი, რ-იც ყარაღაჯიდან ხიდისთავ– ქვახვრელ–ხოვლემდე ვრცელდება. უწინ მინდვრის მხოლოდ ქვედა ნაწილი ირწყვებოდა თეძმისა და მტკვრის (გორის) არხებით. თეძმის არხი "მამაპაპური" იყო, სოფ. ახალქალაქიდან მოდიოდა და დურსუ ერქვა. მას სათავე ედო სოფ. თეძმისხევზე (ქონდარიანი). გორის არხი გაიყვანეს 1917–18 წლებში. დ-ში ღვთისმშობლის დანგრეული ეკლესიაა (შუა საუკ.). დიდან 2,5 კმ -ზეა წეროაანთ წმ. გიორგის ეკლესიის (გვიანდ. შუა საუკ.) ნანგრევები.

''ლიტ'' .: გ ვ ა ს ა ლ ი ა ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1983. ჯ. გვასალია.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=დოესი&oldid=2510-დან“