დოიაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დავით თეიმურაზის ძე (დ. 7. X. 1971, თბილისი), რეჟისორი. 1993 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს ინ-ტის თეატრის სარეჟისორო ფაკ-ტი (მ. თუმანიშვილის სახელოს ნო). 1998–2001 იყო თბილისის კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის მთ. რეჟისორი, 2004-იდან ვ. აბაშიძის სახ. მუს. კომედიისა და დრამის სახელმწ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 2005 - იდან – დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 2006-იდან თეატრის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი. დადგა: რ. აკუტაგავას "ცხოვრება იდიოტისა" (კინომსახიობთა თეატრი, 1994), უ. შექსპირის "მეფე ლირი" (1995; კ. მარჯანიშვილის სახ. პრემია; 1995), ა. ჩეხოვის "სამი და" (1997), ო. უაილდის "სალომეა" (1998) და ჟ. მარსინის "მაყურებლისთვის ამის ნახვა აკრძალულია" (1999, ს. ახმეტელის სახ. პრემია, 1999, ოთხივე მარჯანიშვილის სახ. თეატრი), დ. ტურაშვილის და დ. დოიაშვილის "ჯინსების თაობა" (თავისუფალი თეატრი, 2001), ვ. დოლიძის ოპერა "ქეთო და კოტე" (ბათუმის საოპერო სტუდია, 2005 და ამ ოპერის ახ. ვერსია – მიუზიკლი "ქეთო და კოტე", ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრი, 2011), "მარლენ დიტრიხი" (დიტრიხის ცხოვრების მიხედვით, 2006), უ. შექსპირის "მაკბეთი" (2009), "ვერისუბნის მელოდიები" (გ. შენგელაიასა და გ. ცაბაძის მიუზიკლის მიხედვით, 2010), "მუსიკის ჰანგები" (რ. უაიდის მიხედვით, 2010), "სირანო დე ბერჟერაკი" (ე. როსტანის "სირანო დე ბერჟერაკი", 2011); ყველა მუს. და დრამის თეატრი) და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2005).




დოიაშვილი

დ. დოიაშვილი
დ. დ ო ი ა შ ვ ი ლ ი. სცენა სპექტაკლიდან "ვერისუბნის მელოდიები".

დოიაშვილი თეიმურაზ იოსების ძე (დ. 29. XII. 1948, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1995). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკტი (1970). სხვადასხვა დროს იყო ჟურნალების – "კრიტიკის“, "ქართული მწერლობის", "ცისკრის", "ლაშარის" მთ. რედაქტორი; ხელმძღვანელობდა კრიტიკის ბიუროს საქართვ. მწერალთა კავშირში. 1973-იდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტში. 1999–2004 იყო ამავე ინტის ლიტერატურის თეორიისა და ლექსთმცოდნეობის განყ-ბის გამგე. 2004-იდან ხელმძღვანელობს "გალაკტიონის კვლევის ცენტრს", არის რედაქტორი ლიტ.-თეორ. და ლიტ.-სამეცნ. ყოველწლიური ლიტ. კრებულისა "გალაკტიონოლოგია". პირველი წერილი "სერგი გორგაძე და ქართული ვერსიფიკაციის საკითხები“ 1972 გამოაქვეყნა, პირველი წიგნი "ლექსის ევფონია" – 1981. ავტორია წიგნებისა: "ლიტერატურულ- კრიტიკული წერილები“ (1982), "დაკარგული გასაღების ძიებაში“ (1985), "გუშინ, დღეს, ხვალ" (1989), "ვერსიფიკაციული პორტრეტები" (1999), "Enjambement" (2000), "პოლემიკას რა უნდა" (2001), "დაბრუნება" (2003), "ორნი ერთ ნავში" (2006), "ანდერძი ტარიელისა" (2007). გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული სტატია ლიტ. ისტორიის, ლიტ. თეორიის, ლექსთმცოდნეობისა და კრიტიკის პრობლემებზე. მიღებული აქვს ვაჟა-ფშაველას სახ. პრემია (1994), ლიტ. პრემია "საბა", მ. ჯავახიშვილის პრემია (ორივე 2004), ი. ჭავჭავაძის პრემია "საგურამო" (2009), გ. კიკნაძის სახ. პრემია (2010).