დოიჯაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მ. დოიჯაშვილი.
მ. დ ო ი ჯ ა შ ვ ი ლ ი ფორტეპიანოსთან.

მანანა ლევანის ასული (დ. 5. XI. 1947, თბილისი), პიანისტი და პედაგოგი, საქართვ. სახ. არტისტი (1989). ზ. ფალიაშვილის სახ. პრემიის (2003), აგრეთვე ჯ. ენესკუს სახ. V საერთაშ. (ბუქარესტი, 1970), ბ. სმეტანას სახ. საერთაშ. (ჰრადეც- კრალოვე, 1974), ავსტრალიის I საერთაშ. (სიდნეი, 1977) კონკურსების ლაურეატი. თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის რექტორი (2000–11). 1971 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (პროფ. თ. ამირეჯიბის კლასი), 1973 – ასპირანტურა (მისივე ხელმძღვანელობით). ამავე წლიდან არის კონსერვატორიის პედაგოგი (1994-იდან – პროფესორი), 1965-იდან – საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის სოლისტი. დ-ის შესრულებისათვის დამახასიათებელია მასშტაბურობა, ნატიფი მუს. გემოვნება, არტისტული ტემპერამენტი. მის საშემსრულებლო რეპერტუარში მრავლადაა წარმოდგენილი სხვადასხვა ეპოქისა და განსხვავებული სტილის მუს. ნაწარმოებები. იგი არაერთი ქართვ. კომპოზიტორის ნაწარმოებთა პირველი შემსრულებელია (ს. ნასიძის III საფორტეპიანო კონცერტი, ა. ბალანჩივაძის საფორტ. სონატა #2). დ. 1997-იდან არის თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის დიდი და მცირე დარბაზების სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართვ. მუსიკოს-შემსრულებელთა საერ- თაშ. კონკურსების ორგანიზატორი და დამფუძნებელი (1997). დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2010).