დოკუჩაევი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვასილი ვასილის ძე [17. II (1. III). 1846, სოფ. მილიუკოვო, ახლანდ. სიჩოვსკის რ-ნი, სმოლენსკის ოლქი, – 26. X (8. XI). 1903, პეტერბურგი], რუსი ბუნებისმეტყველი, გენეზისური ნიადაგმცოდნეობის ფუძემდებელი. 1871 დაამთავრა პეტერბ. უნ-ტის საბუნებისმეტყველო განყბა. ცნობილია მისი მონოგრაფია "რუსეთის შავმიწა ნიადაგები" (სადოქტორო დისერტაცია, 1883). დ-მა 1898–99 იმოგზაურა კავკასიაში, გამოიკვლია სამხრ. კავკასიის, მ. შ. საქართველოს მრავალი რ-ნი (აჭარის სანაპირო, ბორჯომბაკურიანის მიდამოები, ჯავახეთი, კახეთი, საქართვ. სამხ. გზის ზოლი). კავკასიისა და კერძოდ, საქართველოს მაგალითზე დაადგინა ნიადაგების გეოგრაფიის ერთ-ერთი ძირითადი კანონი მათი ვერტიკალური გავრცელების შესახებ. შექმნა მოძღვრება ნიადაგის ევოლუციაზე. 1946 მარტში მეცნიერის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, ნიადაგმცოდნეობა- ში საუკეთესო სამეცნ. ნაშრომისათვის სსრკ-ში დაწესდა დ-ის სახ. პრემია და ოქროს მედალი.

''თხზ'' .: Соч., т. 1–9, М., 1949–61. თ. ურუშაძე.