დოლაბერიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ი. დოლაბერიძე.
ი. დ ო ლ ა ბ ე რ ი ძ ე. ცეკვა "ქართული".

იამზე ვლადიმერის ასული (დ. 7. XII. 1939, თბილისი), ბალეტის მსახიობი, მოცეკვავე. საქართვ. სახ. არტისტი (1971). 1958 დაამთავრა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული ქორეოგრ. სასწავლებელი და იმავე წელს ჩაირიცხა ამავე თეატრის საბალეტო დასში, სადაც ცეკვავდა 1960-მდე. 1960–75 დ. ქართ. ხალხ. ცეკვის სახელმწ. აკად. ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე იყო (ხელმძღვ. ი. სუხიშვილი და ნ. რამიშვილი). ამ ანსამბლში წარმატებით შეასრულა სოლო პარტიები ცეკვებში: "აჭარული", "ხევსურული", "ყარაჩოხელი". განსაკუთრებით აღსანიშნავია დ-ს მიერ ფ. სულაბერიძესთან ერთად შესრულებული ცეკვა "ქართული", რისთვისაც ქართ. ხალხ. ცეკვის ინდივიდ. შემსრულებელთა რესპ. კონკურსზე პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა (1962, 1968). დ-ის ცეკვა გამოირჩეოდა დახვეწილი პლასტიკით, განსაკუთრებული სიმსუბუქითა და არტისტიზმით. ოპერისა და ბალეტის თეატრში ასრულებდა ქართ. ცეკვებს ოპერებში: "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ქეთო და კოტე"; აგრეთვე ცეკვავდა ბალეტებში: "ექიმი აიბოლიტი", "ოტელო", "მშვიდობისათვის", "გორდა". 1972 დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკად. მოდელირების ფაკ-ტი; ერთხანს იყო ანსამბლ "რუსთავის" სოლისტი და მხატვარი, ქმნიდა მოცეკვავეთა სამოსის ესკიზებს. დ. 1979–2010 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას სხვადასხვა ქორეოგრაფიულ სტუდიებში, მისივე დაარსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ "იამზეში" (ანსამბლის კოსტიუმების მხატვარიც თავად იყო). მის მრავალრიცხოვან მოსწავლეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თ. დარჩია, ნ. ჯოხაძე და სხვ.დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996). ა. თათარაძე.




დოლაბერიძე

ნანული მიხეილის ასული (დ. 8. XI. 1942, ქუთაისი), ქიმიკოსი. ქიმიის მეცნ. დოქტორი (1999). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ქიმიისა და კვების ტექნოლოგიის ფაკ-ტი (1964). მუშაობდა ავღანეთში, ქ. მაზარი- შერიფის აზოტოვანი სასუქების საწარმოში კონსულტანტად (1979– 81). 2006-იდან მუშაობს პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგანული ქიმიის ინ-ტში. კვლევის ძირითადი თემაა: ალუმინსილიკატურ სისტემებში მიმდინარე ცეოლითწარმოქმნის და იონმიმოცვლითი პროცესები. მიღებული აქვს ალ. თვალ- ჭრელიძის პრემია (2005).