დოლაბი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუნებრივი ან ხელოვნური მრგვალი, გათლილი ქვა, რ-იც ასეთსავე უძრავ ქვაზე ბრუნავს, წისქვილის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი. იყენებენ მარცვლოვანი კულტურებისა თვის ჩენჩოს შემოსაცლელად, მარცვლეულისა და სხვა მასალის დასაღერღად, დასაფქვავად. ბუნებრივ დ-ს ამზადებენ მყარი ქანების (კვარციტი, ქვიშაქვა, გრანიტი) ერთი ან რამდენიმე ნატეხისაგან, ხელოვნურს – მსხვრეული კაჟის, კვარციტისა და ზუმფარისაგან ან ზუმფარისა და კაჟის ნარევისაგან (ნაწილაკებს ერთმანეთთან აცემენტებენ მაგნიუმქლორიდით ან კაუსტიკური მაგნეზიტით). დ-ის პირზე, დასაფქვავი მასალის უკეთ დასანაწევრებლად ნაჭდევებს აკეთებენ ("მოკოდვა"). რაჭასა და ხევსურეთში "დ." წისქვილს ერქვა. ლ. მოლოდინი.