დოლბანდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(სპარს.–დულბანდ), 1. თეთრი, თხელი, რბილი ქსოვილი; 2. ასეთივე ქსოვილის მრგვლად დახვეული თავსაბურავი მაჰმადიანი მამაკაცებისა, ჩალმა; 3. დას. საქართველოში თეთრი მარმაშის ოთხკუთხა თავსაფარი, რ-საც გურული და იმერელი ქალები თავზე მოიხვევდნენ და წინ სამკუთხედად გაკეცავდნენ ხოლმე; 4. ქიზიყში – ქალის გრძელი ჩასაცმელი, სახელოგახსნილი და მაჯაშეხსნილი. ლ. მოლოდინი.