დოლენკო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვ. დოლენკო.
ვ. დ ო ლ ე ნ კ ო. კადრი კინოფილმიდან "ელისო".

ვასილი ვასილის ძე (13. I. 1902, ერევანი, – 2. II. 1998, მოსკოვი), მონტაჟის რეჟისორი, სამონტაჟო საქმის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. საქართვ. სახ. არტისტი (1969). 1923 მუშაობა დაიწყო თბილისში, საქართვ. განათლების სახ. კომისარიატთან არსებულ კომიტეტში კინომექანიკოსად; შემდეგ მემონტაჟე გახდა. დამონტაჟებული აქვს 200-მდე ფილმი, მ. შ. მხატვრული ფილმები: "ელისო" (1928), "უკანასკნელი ჯვაროსნები", "უკანასკნელი მასკარადი" (ორივე 1934), "არსენა" (1937), "გიორგი სააკაძე" (I და II სერია, 1942–43), "ჯურღაის ფარი" (1944), "ჭრიჭინა" (1954), "მაგდანას ლურჯა" (1955), "ბაში-აჩუკი", "აბეზარა" (ორივე 1956), "ოთარაანთ ქვრივი" (1957), "სხვისი შვილები" (1958), "შეწყვეტილი სიმღერა" (1960), "ჯარისკაცის მამა" (1964), "ღიმილის ბიჭები" (1969), "პირველი მერცხალი" (1975), "დათა თუთაშხია" (1977), "მშობლიურო ჩემო მიწავ" (1980) და სხვ.; როგორც ოპერატორმა გადაიღო რამდენიმე დოკუმენტური ფილმი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ა. გვენცაძე.